1 კვირის და 3 დღის წინ
ჩავიმ გრანდი დაამწუხრა - ვინ ინტერესდებოდა ესპანელი მწვრთნელით
ჩავიმ გრანდი დაამწუხრა - ვინ ინტერესდებოდა ესპანელი მწვრთნელით

ჩავი ერნანდესის "ბარსელონაში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენა უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რაც ერთ-ერთ ევროპულ გრანდში წესით არ უნდა გახარებოდათ.

Relevo-ს ინფორმაციით, 44 წლის სპეციალისტზე თვალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ეჭირა.

იმ შემთხვევაში, თუ ერიკ ტენ ჰაგს "წითელი ეშმაკების" თავკაცის თანამდებობის დატოვება მოუწევდა, "მაესტრო" მისი ჩანაცვლების ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი იქნებოდა.

მანკუნიელთა შანსი უნდა გაეზარდა იმასაც, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში მუშაობას ჩავის ერთ-ერთ სამომავლო მიზნად მოიაზრებენ.

ესპანური გამოცემის მიხედვით, "ოლდ ტრაფორდიდან" ჩავის აგენტს არავინ შეხმიანებია, მაგრამ მანჩესტერელები ახალგაზრდა მწვრთნელის საბოლოო გადაწყვეტილებით მაინც იმედგაცრუებულები დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ "ემიუ" ასოციაციის თასის ფინალშია გასული, სადაც 25 მაისს "მანჩესტერ სიტის" შეხვდება. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, სატურნირო ცხრილში გუნდი მე-6 ადგილს იკავებს.


Facebook კომენტარები