ბერნარდუ სილვა "ბარსელონასთვის" პრიორიტეტული სამიზნე არ არის, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.
"ბლაუგრანამ" "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავისთვის შეიძლება იბრძოლოს, თუ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას შეძლებს, მაგრამ ბერნარდუში 60 მილიონის გადახდას კლუბში მაინც გადაჭარბებულად მიიჩნევენ.
გასათვალისწინებელია, რომ სილვა აგვისტოში 30 წლის ხდება. გარდა ამისა, შემადგენლობაში უკვე ირიცხება ილქაი გიუნდოგანი, რომელსაც დაახლოებით ისეთი მახასიათებლები გააჩნია, როგორიც ბერნარდუს.
კატალონიურ გრანდში 60 მილიონი ევროს დახარჯვა უმაღლესი დონის საყრდენი ნახევარმცველის მოსაყვანად აქვთ განზრახული.
ამის შემდეგ, თუ ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებული სიტუაცია გამოსწორებული იქნება, "ბარსა" "ქალაქელთა" პორტუგალიელი ფეხბურთელის 40-50 მილიონ შეძენასაც ეცდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სილვას მონაგარი 11 გოლისა და 6 საგოლე გადაცემისგან შედგება.