1 კვირის და 3 დღის წინ
ჩავის ოცნების XI - როგორი უნდა იყოს "ბარსა" მომავალ სეზონში
ჩავის ოცნების XI - როგორი უნდა იყოს "ბარსა" მომავალ სეზონში
ავტორი
Aa

გავრცელებული ინფორმაციით, ჩავის სურს ზაფხულში "ბარსელონას" სამი პოზიცია გააძლიეროს. მის გეგმაშია მცველის, საყრდენი ნახევარმცველისა და ვინგერის დამატება ან ისეთი ფეხბურთელის შეძენა, რომელიც "განსხვავებას შექმნის", მაგალითად, ბერნარდო სილვა.

ასეთი შესაძლოა იყოს "ბარსას" შემადგენლობა, თუ ჩავი ყველა სასურველ მოთამაშეს დაიმატებს:
მთავარი გეგმა კანსელუს გამოსყიდვა და ხულიან არაუხოს შენარჩუნებაა, რომელიც ამ მომენტისთვის "ლას პალმასშია" განათხოვრებული. ჩავი ასევე ერიკ გარსიას კლუბში დატოვებას მოელის, ვინაიდან დაცვის ხაზის როტაციის საშუალება ჰქონდეს.

საყრდენის პოზიციაზე კლუბს რამდენიმე კანდიდადი ჰყავს, თუმცა მთავარი პრიორიტეტები მაინც მარტინ ზუბიმენდი, იოზუა კიმიხი და ამადუ ონანა იქნებიან. ასევე კლუბში სურთ ანდრეას კრისტენსენი სათადარიგო სკამის სიღრმისთვის შეინარჩუნონ.

რაც შეეხება ბერნარდო სილვას, ეს გუნდისთვის ფანტასტიკური დამატება იქნებოდა, ვინაიდან მას აქვს უნარი იმოძრაოს ფლანგებზე თამაშის მიმდინარეობისას, შესაბამისად, პორტუგალიელს აქვს პოტენციალი წარმატებას მიაღწიოს ჩავის 4 ნახევარმცველიან ფორმაციაში.


Facebook კომენტარები