2 წლის და 6 თვის წინ
"ბარსელონა" "ბაიერნს" ვარსკვლავის თაობაზე დაუკავშირდა
ავტორი
Aa
"ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" ლეროი სანეს ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე დაუკავშირდა, - იუწყება El Chiringuito-ს ჟურნალისტი, ხოსე ალვარესი.
გერმანელ გარემარბს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება, მისი მომავალი კი ჯერ კიდევ გაურკვეველი ჩანს.
"ბლაუგრანაში" სჯერათ, რომ ლეროის შეღავათიან ფასში შეძენა შეეძლებათ, რადგან ბავარიელებს 28 წლის შემტევის უფასოდ დაკარგვის ნამდვილად უნდა ეშინოდეთ.
მიმდინარე სეზონში გერმანელმა 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სანეს აქტივში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიელთა ერთ-ერთი ამოცანა მარცხენა გარემარბის მოძებნა იქნება. როგორც ჩანს, სანე მათთვის სასურველ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი