1 კვირის და 3 დღის წინ
"ბარსა" კუბარსის საოცარ კონტრაქტს უმზადებს - დეტალები
"ბარსა" კუბარსის საოცარ კონტრაქტს უმზადებს - დეტალები

"ბარსელონამ" გადაწყვიტა, რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს აღმოჩენას, პაუ კუბარსის სოლიდური კონტრაქტი გაუფორმოს.

Diario AS-ის ინფორმაციით, 17 წლის მცველს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" წლიურად 4 მილიონ ევროს (გადასახადების გათვალისწინებით) შესთავაზებენ.

კუბარსის ხელფასი არა ფიქსირებული, არამედ ყოველწლიურად მზარდი იქნება. კონტრაქტის საბოლოო წელიწადში იგი 12 მილიონ ევროს მიაღწევს. იმ დროისთვის პაუ 22 წლის იქნება.

ესპანელი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად მილიარდი ევრო განისაზღვრება. თხოვნის საფუძველზე, თანხა შეიძლება 500 მილიონ ევრომდე შემცირდეს.

კუბარსი ამ გრანდიოზულ კონტრაქტს 2025 წლის იანვარში გააფორმებს, როცა 18 წელი შეუსრულდება.

შეგახსენებთ, რომ პაუ "ბლაუგრანას" ძირითად გუნდში იანვარში გამოჩნდა. სასტარტო შემადგენლობაში იგი 15-ჯერ მოგვევლინა და თავი დამაჯერებელი თამაშით დაგვამახსოვრა.


Facebook კომენტარები