logo

რა ხდება დესტთან დაკავშირებით - ახალი ინფორმაცია

რა ხდება დესტთან დაკავშირებით - ახალი ინფორმაცია

გუშინ ნიდერლანდურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბარსელონამ" ამსტერდამის "აიაქსთან" ამერიკელი მარჯვენა მცველის, სერჟინიო დესტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

წყარო წერდა, რომ ყველაფერი უკვე დასრულებული გახლდათ და მხარეები ტრანსფერს მხოლოდ კორონაკრიზისის გამო არ აოფიციალურებდნენ.

ამის შემდეგ სერჟინიოს აგენტმა განაცხადა, რომ ეს ცნობა რეალობას არ შეესაბამებოდა.

იმავე აზრს იზიარებს Mundo Deportivo-ც. კატალონიური გამოცემის თანახმად, ჯერჯერობით "ღვთის შვილებსა" და "ბლაუგრანას" შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, MD გვატყობინებს, რომ თავად დესტს "კამპ ნოუზე" თამაშის პერსპექტივა ძალიან ხიბლავს და სწორედ ამის გამო შენელდა მიუნხენის "ბაიერნთან" მოლაპარაკებებიც, რომელიც 19 წლის მოთამაშისთვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლებოდა.

4 თვის წინ
408 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 487
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ