7 თვის წინ
ჩავის კიმიხთან კონტაქტი ჰქონდა - რომელ საყრდენს მოიყვანს "ბარსა"
ჩავის კიმიხთან კონტაქტი ჰქონდა - რომელ საყრდენს მოიყვანს "ბარსა"

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტებმა, ფერნანდო პოლომ და როხერ ტორელომ "ბარსელონას" მიერ საყრდენი ნახევარმცველის მოსაძებნად გამოცხადებული ოპერაციის შესახებ გამოაცხადეს.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" ზუსტად იციან, რომ შემადგენლობა უმაღლესი დონის პივოტით გაძლიერებას საჭიროებს. კლუბში ახლა იმის გარკვევას ელოდებიან, თუ რა თანხის გადახდის შესაძლებლობა ექნებათ.

ჩავი ერნანდესის პრიორიტეტული სამიზნე იოზუა კიმიხია. "ბაიერნის" ნახევარმცველს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება, ამიტომ ივარაუდება, რომ ზაფხულში მისი შეძენა 30-35 მილიონ ევროდ უნდა იყოს შესაძლებელი. გერმანელს ჩავი გასულ ზაფხულს რამდენჯერმე ესაუბრა, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"ბარსას" სპორტულ დირექტორს, დეკუს "ევერტონის" 22 წლის ბელგიელი, ამადუ ონანა მოსწონს. ხელისშემშლელი ფაქტორი აქ ის მაღალი ფასია, რომელსაც "კანფეტები" ამადუს აუცილებლად დაადებენ.

ხელმისაწვდომ ვარიანტად მიიჩნევა "ბეტისის" გამოცდილი შუახაზელი, გვიდო როდრიგესი. გვიდოს ტრანსფერის დახურვა კატალონიელებს არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა კლუბი ჯერ ტოპ საყრდენის მოყვანას ეცდება, ხოლო თუ ეს არ გამოვიდა, ამის შემდეგ სწორედ გვიდოზე გადაერთვება.

ვახსენოთ ანდრეას კრისტენსენიც, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში ნახევარმცველად გარდაიქმნა და თავი საკმაოდ კარგი პერფომანსებით დაგვამახსოვრა.

ცნობისთვის, 2023 წლის ზაფხულში "ბარსამ" სერხიო ბუსკეტსის ჩამნაცვლებლად "ჟირონადან" ორიოლ რომეუ შეიძინა, თუმცა მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. დიდი ალბათობით, ორიოლი გუნდს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.


Facebook კომენტარები