1 წლის და 9 თვის წინ
"ბარსას" 5 შემტევი დაუკავშირეს - ერთ-ერთი კვარაცხელიაა
ავტორი
Aa
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონა" მარცხენა გარემარბის პოზიციის გაძლიერებას ეცდება, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ფერან კორეასი.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სამიზნეთა საკმაოდ ვრცელი სია აქვთ. ამ სიიდან კორეასმა 5 ფეხბურთელი გამოარჩია:
ლეროი სანე (ბაიერნი)
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
კაორუ მიტომა (ბრაიტონი)
გაბრიელ მარტინელი (არსენალი)
ნიკო უილიამსი (ატლეტიკ ბილბაო)
როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია "ბლაუგრანას" სამიზნედ კიდევ ერთხელ დაასახელეს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ Gazzetta dello Sport-მა ისიც დაწერა, რომ კვარა "ნაპოლისთან" კონტრაქტს სწორედ "ბარსას" დაინტერესების მოლოდინის გამო არ ახანგრძლივებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი