მარკოს ალონსოს "ბარსელონას" შეთავაზების მოსმენა სურს, თუმცა "ბარსელონას" მოქმედება არ დაუწყია, - იტყობინება SPORT.
"ბლაუგრანაში" "რეალის" შემტევს ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ვარიანტად ხედავენ, რადგან ზაფხულში იგი თავისუფალი აგენტი ხდება.
მიუხედავად ამისა, კატალონიელებს არ უნდათ, რომ ასენსიოს მადრიდულ მომავალზე რაიმე გავლენა იქონიონ. 27 წლის ფეხბურთელთან კონტაქტზე ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გავლენ, თუ მარკოსა და "სამეფო კლუბს" შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშლება.
წყაროს თანახმად, ესპანელი "ბარსას" სამწვრთნელო შტაბსაც მოსწონს, თუმცა კლუბს სხვა პრიორიტეტები ჰყავს.
ეს მოცემულობა შეიძლება იმ შემთხვევაში შეიცვალოს, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობას ვინმე მოულოდნელად გამოაკლდება.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში ასენსიომ 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.