Opta-ს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ლა ლიგის ტიტულისთვის რბოლა დასრულებულია.
მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალმა" "რეალ სოსიედადი" დაამარცხა, ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ "თეთრები" ლა ლიგის რიგით 36 ტიტულს 100%-ით დაეუფლებიან.
ამის საპირისპიროდ, "ბარსელონას" შანსები მათ 0%-ით შეაფასეს, რაც შეეხება ორიოდ თავის წინ პოტენციულ ჩემპიონს, "ჟირონას", ისინი სიაში საერთოდაც არ უხსენებიათ.
ფაქტია, ლიგა დასრულებულია და დარჩენილი მატჩები უბრალოდ ფორმალობაა. ამ წუთისთვის მართალია მოქმედი ჩემპიონი "ბარსაა", თუმცა დანარჩენი რამდენიმე მატჩის შემდეგ ტიტულს ისინი მადრიდრლებს გადაულოცავენ და ეს მხოლოდ დროის საკითხია.
რაც შეეხება მომდევნო სეზონს, ჩავის გეგმები და კლუბის სატრანსფერო სამიზნეები ადასტურებს, რომ "ბარსელონას" მცდელობა მხოლოდ ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლით არ შემოიფარგლება და მათ ევროტურნირებზეც იმაზე გაცილებით შორს გასვლა აქვთ დაგეგმილი, ვიდრე მიმდინარე სეზონში.