1 წლის და 12 თვის წინ
დატოვებს თუ არა როკე "ბარსას" - ბრაზილიელის პოზიცია
ავტორი
Aa
ვიტორ როკე "ბარსელონას" ზაფხულში დატოვებას არც კი განიხილავს, - ირწმუნება SPORT-ის ჟურნალისტი, ხოაკიმ პიერა.
ბრაზილიელ თავდამსხმელს ესმის, რომ პრესეზონის "ბლაუგრანას" შემადგენლობასთან ერთად გავლა მისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. მოგეხსენებათ, გუნდს იგი იანვარში შეუერთდა, ამიტომ ამის შესაძლებლობა ჯერ არ მისცემია.
მოარული ხმების მიხედვით, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 19 წლის ფორვარდის განათხოვრებას განიხილავდნენ, თუმცა კლუბში რეალურად სულ სხვა პოზიცია აქვთ.
ვიტორმა "ბარსას" პირველი გუნდის მაისურით სულ 310 წუთი ითამაშა, სადაც 2 გოლით გამოიჩინა თავი.
მოსალოდნელია, რომ ლა ლიგის დარჩენილ ტურებში როკეს უფრო მეტი დრო დაეთმობა, რადგან კატალონიელებს საჩემპიონო ამბიციები უკვე აღარ ამოძრავებთ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი