"ბარსელონამ" ბერნარდუ სილვას შესაძენად რომელიმე ვარსკვლავი უნდა გაყიდოს. სავარაუდო წამსვლელებად რონალდ არაუხო, ფრენკი დე იონგი ან რაფინია სახელდებიან, - იუწყება Marca.
რომელიმე მათგანის გაყიდვის შემთხვევაში, "ბლაუგრანას" კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენაც მოუწევს, რათა გაჩენილი დანაკლისი აღმოფხვრას.
ბერნარდუს ხელფასი და ამორტიზაციის თანხა წლიურად 25 მილიონ ევროს აღწევს. ფინანსურ ფეარ პლეიში ამხელა თანხის გამოთავისუფლება მხოლოდ დე იონგის გასხვისებას შეუძლია. ამას ვერც რაფინიას წასვლა გააკეთებს და ვერც არაუხოსი.
სხვათა შორის, Marca-მ თავის მკითხველებს ჰკითხა, ღირს თუ არა ხსენებული სამეულიდან რომელიმესთან დამშვიდობება "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ. შედეგები ასე გადანაწილდა:
- 33%: გაიყიდოს რაფინია
- 32%: სამივე დარჩეს გუნდში
- 22%: გაიყიდოს დე იონგი
- 13%: გაიყიდოს არაუხო
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველის შეძენა ზაფხულში 58 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 11 გოლი და 6 ასისტია.