"ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩს ჩაატარებს, სადაც "ვალენსიას" დაუპირისპირდება.
დღეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული პრესკონფერენციიდან:
"გასახდელი? კარგად ვართ. მეორე ადგილი გვინდა. მეორეზე აუცილებლად უნდა გავიდეთ, რათა ესპანეთის სუპერთასზე ვითამაშოთ."
"ბარახას "ვალენსია" ძლიერი მეტოქეა. ბარახამ უდიდესი სამუშაო გასწია. ეს რთული მატჩი იქნება."
"აქ კიდევ ერთი სეზონის გატარებას მოუთმენლად ველოდები."
"ჟირონასთან" მატჩი? ჯერ მნიშვნელოვანი ხვალინდელი შეხვედრაა, მერე კი "ჟირონაზეც" ვიფიქრებთ. ისინი პირდაპირი მეტოქეები არიან. ამაზე პირველი მატჩის წინაც ვისაუბრე. მინიმუმი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, მაქსიმუმი კი - ესპანეთის სუპერთასისთვის ბრძოლის უფლების მოპოვება."
"ვიტორ როკეს იჯარა? ის, თუ რა არის ფეხბურთელისთვის საუკეთესო, დეკუსთან და პრეზიდენტთან უნდა შეთანხმდეს. ჯერ არაფერი გადაგვიწყვიტავს. როკესთვის ბრაზილიიდან ჩამოსვლა და პირდაპირ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა. ადაპტაციას დრო სჭირდება. როკეს მეტი დრო და მეტი თავდაჯერებულობა სჭირდება და ვფიქრობ, რომ "ბარსელონაში" ის ბევრ წელს გაატარებს."
"პედრი ხვალისთვის 100%-ით მზადაა."
"სერხი რობერტო? მინდა, რომ მან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ჩემი პოზიცია იცის. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული."
შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "ვალენსიას" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.