2 კვირის წინ
რაკიტიჩი: "ხანდახან მესი საუკეთესო კაპიტანი ვერ იყო"
რაკიტიჩი: "ხანდახან მესი საუკეთესო კაპიტანი ვერ იყო"
ავტორი
Aa

ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, "ბარსაში" მესის, როგორც კაპიტნის თვისებეზე ისაუბრა. 

რაკიტიჩმა, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის ლიგაში თამაშობს, განაცხადა: "მესი ისტორიაში საუკეთესოა. ის იმდენად ნიჭიერი იყო, რომ მონდომების შემთხვევაში საუკეთესო მარცხენა განაპირა მცველიც გახდებოდა. თუმცა, ხანდახან ის საუკეთესო კაპიტანი ვერ იყო, ვინაიდან ვერ გეტყოდა თუ რა უნდა გაგეკეთებინა. მესმის, ეს შესაძლოა იმიტომ, რომ ის უნიკალური იყო და ყველასაგან განსხვავდებოდა." 

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი "ბარსელონას" კაპიტანი 2018-2021 წლებში გახლდათ, სანამ კონტრაქტის დასრულების შემდეგ "პსჟ"-ს მაისურს არ მოირგებდა. მან კაპიტნის რანგში "ბარსასთან ერთად" ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო. გარდა ამისა, ლეო არის პირველი არაევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც "ბლაუგრანას" უკაპიტნა.


Facebook კომენტარები