3 კვირის წინ
"ბარსელონა საოცარი კლუბია" - კიმიხმა შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"ბარსელონა საოცარი კლუბია" - კიმიხმა შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ავტორი
Aa

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა, მისი "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

"ძალიან საინტერესოა, თუმცა ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არაა. ვიცი, რომ როდესაც კონტრაქტს აფორმებ, შენ ხელს კლუბთან აწერ და არა მწვრთნელთან. ჩემთვის მთავარი გუნდია." განაცხადა გერმანელმა.

"ამჟამად წასვლაზე არ ვფიქრობ, თუმცა როდესაც ამის დრო დადგება, პირველ რიგში კლუბთან გავისაუბრებ."

"რა თქმა უნდა, "ბარსელონა" საოცარი კლუბია, საოცარი ისტორიით, თუმცა ამ ეტაპზე წასვლაზე ფიქრი არასწორია, ვინაიდან წინ დიდი მიზნები გვაქვს."

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, კიმიხმა საკუთარი აგენტები დაითხოვა, რადგან მის მომავალზე საუბარი თვითონ სურს. გერმანელმა ამ გადაწყვეტილებაზეც გააკეთა კომენტარი.

"დადებითი მხარე ის არის, რომ შენ თავს შენ წარმოადგენ, თუმცა ზოგჯერ ეს იმდენად რთულია, რომ შესაძლოა უარყოფით მხარედ მოგევლინოს. საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი შენ უნდა იყო და არა ვინმე სხვა."

შეგახსენებთ, რომ 29 წლის გერმანელს "ბაიერნთან" კონტრაქტი  2025 წლამდე აკავშირებს, ხოლო "ბარსელონაში" იმედი აქვთ, რომ მის დამატებას მიმდინარე წლის ზაფხულში შეძლებენ.


Facebook კომენტარები