3 წლის და 2 თვის წინ
სიტუაცია გართულდა! - ბუსკეტსის მომავალი კვლავ გაურკვეველია
სიტუაცია გართულდა! - ბუსკეტსის მომავალი კვლავ გაურკვეველია

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” სერხიო ბუკესტსთაბ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველა მხარე აღიარებს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ძალიან გართულდება.

“ბარსელონას” შეთავაზების თანახმად, ბუსკეტსის ხელფასი ამჟამინდელი ანაზღაურების ნახევარზე ოდნავ ცოტა იქნება.

ცნობისთვის, ვეტერანმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები