Diario Sport-ის ცნოვით, მადრიდის "ატლეტიკო" მზადაა ზაფხულში ჟოაო ფელიქსი ფერან ტორესში გაცვალოს.
ეს ძალიან კარგი გამოსავალია "ბარსასთვის", დაიტოვოს პორტუგალიელი ისე, რომ გამოსასყიდი თანხის გადახდა არ მოუწიოს.
პრობლემა ისაა, რომ როგორც ფელიქსს, ასევე ფერანსაც ძალიან სურს "ბარსელონაში" დარჩენა, რაც ფაქტია მის სათამაშო დროზე იქონიებს გავლენას.
თავის მხრივ, "ატლეტიკო" ცდილობს ფელიქსის გუნდიდან ნებისმიერი გზით გაშვებას, მათ შორის, მისი საუდის არაბეთში გაყიდვაც ერთ-ერთ ვარიანტია, რაზეც მოთამაშე კატეგორიულ უარს აცხადებს.
ყველაფერს საბოლოოდ "ბარსელონა" გადაწყვეტს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა უპირატესობას მაინც ფელიქსს ანიჭებს, ვინაიდან ის ფეხბურთელით აღფრთოვანებულია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ფერანმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩში 11 და 4 ასისტი, ხოლო ფელიქსმა 39 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. გამოდის, რომ დარჩენილი კვირების განმავლობაში, ორივე ფეხბურთელს თამაში კლუბში დარჩენისთვის მოუწევს.