logo

"ბარსა" ფეხბურთელს უშვებს - მესი სხვა აზრზეა

"ბარსა" ფეხბურთელს უშვებს - მესი სხვა აზრზეა

ესპანური გამოცემა Don Balon იტყობინება, რომ "ბარსელონას" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლიონელ მესიმ კლუბის საკუთრებაში მყოფ კარლეს ალენიას მომავალზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

წყაროს თანახმად, "ლა პულგას" მიაჩნია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ახალგაზრდა ნახევარმცველს შანსი უნდა მისცენ.

ლეოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ "ლა მასიას" აღზრდილებმა "ბლაუგრანას" უფროსობისგან უფრო დიდი ნდობა უნდა დაიმსახურონ.

მიუხედავად ამისა, Don Balon ამატებს, რომ "ბარსას" ხელმძღვანელობამ კარლესთან სამუდამოდ გამოთხოვება გადაწყვიტა.

კატალონიური გრანდის ბოსობას მიაჩნია, რომ ალენიამ ბოძებული შანსები ვერ გამოიყენა და გუნდის ნახევარდაცვის მომავალი მაესტრო ფრენკი დე იონგი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად 22 წლის ალენია "ბეტისშია" განათხოვრებული და არის საკმაოდ დიდი ალბათობა, სევილიელებმა იგი გამოისყიდონ.

4 თვის წინ
1372 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 496
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ