6 თვის და 4 კვირის წინ
"ბარსაში დარჩენას კიდევ ორი წელი ვაპირებ" - ლევანდოვსკიმ კლუბში მის მომავალზე ისაუბრა
"ბარსაში დარჩენას კიდევ ორი წელი ვაპირებ" - ლევანდოვსკიმ კლუბში მის მომავალზე ისაუბრა
ავტორი
Aa

Bild-თან ინტერვიუში რობერტ ლევანდოვსკიმ მისი და კლუბის მომავალზე ისაუბრა.

"ბარსელონასთან დამშვიდობება ჩემთვის გამორიცხულია. ზაფხულში კლუბის დატოვება განხილვის საგანი არ არის." განაცხადა პოლონელმა.

"ფიზიკურად, თავს ისევ კარგად ვგრძნობ. სეზონის პირველ ნახევარში ამ მხრივ პრობლემები მქონდა. 2024 წლიდან ყველაფერი უკეთესი გახდა, კარგი მატჩები ჩავატარე, ხანდახან განსხვავებულ ამპლუაშიც, როგორც ცრუ ცხრიანი. შევძელი საგოლე გადაცემების გაკეთება და ვფიქრობ კლუბს დავეხმარე კიდეც."

"სანამ თავს ასე კარგად ვგრძნობ და ვარჯიშის დროს სხვა არ მჯობნის, მე თამაშს განვაგრძობ".

"კლუბში დარჩენას კიდევ მინიმუმ 2 წლით ვგეგმავ" განაცხადა "ბარსას" ფორვარდმა მას შემდეგ, რაც გუნდიდან წასვლის შესახებ ჰკითხეს.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის ამჟამიდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლამდე აკავშირებს, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს 1 წლით გახანგრძლივების პუნქტს.

მიმდინარე სეზონში პოლონელის ანგარიშზე 43 მატჩში 20 გოლი და 9 ასისტია.


Facebook კომენტარები