logo

ჰაკიმიმ ტოდიბოს ჩაუქროლა - ბეილი VS ბარტრას რიმეიქი გერმანიაში

როგორც მოგეხსენებათ, დღეს 65 დღიანი პაუზის შემდეგ გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა.

ტურის პირველი მატჩი "სიგნალ იდუნა პარკზე" შედგა, სადაც დორტმუნდის "ბორუსიამ" "შალკე" რურის დერბიში გაანადგურა - 4:0.

საინტერესოა, რომ დორტმუნდში მცირე "ელ კლასიკო" შედგა: "ყვითლების" ღირსებას მადრიდის "რეალიდან" განათხოვრებული ჰამიკი იცავდა, ხოლო "ხუმარების" დაცვის ცენტრში "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ჟან კლერ ტოდიბო იდგა.

სამწუხაროა, რომ ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა.

მანამდე კი ამ მოთამაშეებმა დასამახსოვრებელი მომენტი შემოგვთავაზეს.

პირველი ტაიმის მიწურულს მარჯვენა ფრთაზე ბურთი ჰაკიმიმ მიიღო და ტოდიბოს შესანიშნავი სპრინტით გაცდა. მაროკოელისა და ფრანგის ორთაბრძოლამ ბევრს გარეთ ბეილისა და მარკ ბარტრას ცნობილი ეპიზოდიც გაახსენა.

2 კვირის წინ
274 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ