"ბარსელონა" საუდის არაბეთში ორი ფეხბურთელის გაყიდვაზე მუშაობს, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" უნდათ, რომ აზიაში ანსუ ფატი და კლემან ლანგლე გაუშვან. ორივე ფეხბურთელი ამჟამად ინგლისის პრემიერ ლიგაშია განათხოვრებული, თუმცა მათი გუნდები გამოსყიდვას არ უპირებენ.
"ბრაიტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ანსუს არ შეინარჩუნებენ. ესპანელ ფორვარდს ბოლო მატჩებში სათამაშო დროც აღარ ეძლევა, რაც "თოლიებში" მისი დროის ამოწურვაზე მიგვანიშნებს.
სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა "ასტონ ვილაში" მოთამაშე ლანგლეც. ფრანგს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ "ლომების" სასტარტო თერთმეტეულში ჩაჯდომა მაინც ვერ მოახერხა.
"ბარსა" ცენტრალურ მცველთან კონტრაქტის გაწყვეტასაც განიხილავს.
რაც შეეხება ანსუს, მას "ბარსელონაში" დაბრუნება და პრესეზონზე ჩავისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება უნდა, თუმცა ისე ჩანს, რომ კლუბი ფატისთან დამშვიდობებას გადაწყვეტს.