2 კვირის და 6 დღის წინ
"ბარსას" შეთავაზება როკეს - როგორი იქნება ბრაზილიელის მომავალი კლუბში
"ბარსას" შეთავაზება როკეს - როგორი იქნება ბრაზილიელის მომავალი კლუბში
ავტორი
Aa

ვიტორ როკესა და მის აგენტს "ბარსელონამ" რეგულარული სათამაშო დროის მოსაპოვებლად იჯარის წესით სხვა კლუბში წასვლა ურჩია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გუნდმა ჩავისთან შეთანხმების შემდეგ გააცნო ფეხბურთელს.

"ბარსაში" სჯერათ, რომ მას მეტი დრო სჭირდება მოედანზე, რათა დააგროვოს გამოცდილება ევროპულ ფეხბურთში, რასთან შეგუებაც როკეს აშკარად უჭირს. თავის მხრივ, ბრაზილიელი ფორვარდის აგენტს ამ გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ეპარება, ვინაიდან, მისი თქმით, როცა ვინმე "ბარსას" იჯარით ტოვებს, უკან დაბრუნებას თითქმის ვერასდროს ახერხებს.

როკეს მიმართ დაინტერესება უკვე გამოთქვა რამდენიმე კლუბმა, მათ შორის ერთ-ერთი "რეალ ბეტისია". რაც შეეხება უშუალოდ იჯარის წესებს, კლუბი არ გეგმავს გამოსყიდვის პუნქტის ხელშეკრულებაში გათვალისწინებას.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბრაზილიელი "ბარსამ" 2024 წლის იანვარში დაიმატა და კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს. მან მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 2 გოლია.


Facebook კომენტარები