1 წლის და 8 თვის წინ
ლევანდოვსკის თანაგუნდელი გაუნაწყენდა - აქამდე უცნობი ამბავი
ლევანდოვსკის თანაგუნდელი გაუნაწყენდა - აქამდე უცნობი ამბავი

"ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის ორშაბათს გამართული მატჩი რობერტ ლევანდოვსკიმ საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლით დააგვირგვინა, რითაც საკუთარი ჰეთ თრიქიც შეკრა.

COPE-ს ჟურნალისტის, ელენა კონდისის ინფორმაციით, პოლონელი თავდამსხმელის ქმედებას მისი თანაგუნდელი, ფერან ტორესი გაუნაწყენებია.

როგორც ირკვევა, ჯარიმის შესრულება თავად ფერანს უნდოდა. მან 35 წლის ცენტრფორვარდის გოლი არ იზეიმა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა, ფანებისთვის მადლობის გადახდის გარეშე.

მატჩისშემდგომ ინტერვიუში ლევანდოვსკიმ აღნიშნა, რომ ფერანს სთხოვა, მისდამი ნდობა გამოეჩინა. ეს ნდობა რობერტმა გაამართლა, მაგრამ 24 წლის ესპანელი კმაყოფილი ნამდვილად არ დარჩენილა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ტორესი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც "მესის წყევლა" მოხსნა და პირდაპირ საჯარიმო დარტყმიდან გოლის გარეშე გატარებულ 2.5-წლიან პერიოდს წერტილი დაუსვა. ფერანმა 2023 წლის სექტემბერში "ბეტისის" კარი აიღო. 


Facebook კომენტარები