6 თვის და 3 კვირის წინ
ჩავიმ და დეკუმ პრიორიტეტული სამიზნე შეარჩიეს
ჩავიმ და დეკუმ პრიორიტეტული სამიზნე შეარჩიეს

ჩავი და დეკუ შეთანხმდნენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" პრიორიტეტული ამოცანა საყრდენი ნახევარმცველის შეძენა იქნება, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერან მარტინესი.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ყველაზე სასურველი ვარიანტი მიუნხენის "ბაიერნის" 29 წლის ვარსკვლავი, იოზუა კიმიხია.

კლუბში სჯერათ, რომ იოზუა გუნდს ბევრს შესძენს ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური თუ გამოცდილების თვალსაზრისით. 

კიმიხს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება. ბავარიელებს ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდათ, თავად გერმანელს კი თავისი მომავლის გადაწყვეტა ევრო 2024-მდე სურს.

MD ასევე წერს, რომ არაა გამორიცხული, "ბარსამ" ჯერ გვიდო როდრიგესი დაიმატოს თავისუფალი აგენტის სტატუსით, მერე კი იოზუაში გადაიხადოს ადეკვატური თანხა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 39 მატჩში კიმიხის მონაგარი 2 გოლისა და 10 საგოლე გადაცემისგან შედგება.


Facebook კომენტარები