2 კვირის წინ
6 ხელშეუხებელი - ვის არ გაყიდის "ბარსელონა"
6 ხელშეუხებელი - ვის არ გაყიდის "ბარსელონა"

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონაში" დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ჩავი ერნანდესი მთავარ მწვრთნელად იმ პირობით დარჩა, რომ შემადგენლობას მნიშვნელოვნად გაუძლიერებდნენ, ამის წინაპირობა კი რამდენიმე ძვირადღირებული ფეხბურთელის გაყიდვა უნდა იყოს, რადგან სხვანაირად "ბლაუგრანა" ტრანსფერებს ვერ განახორციელებს.

SPORT წერს, რომ დღეს "ბარსაში" სულ ექვსია ისეთი მოთამაშე, რომლებსაც ხელშეუხებლის სტატუსი აქვთ მინიჭებული:

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

პაუ კუბარსი

პაბლო გავი

პედრი გონსალესი

ლამინ იამალი

ფერმინ ლოპესო

ეს იმას ნიშნავს, რომ ხსენებულ ექვსეულზე მიღებულ შეთავაზებებს "ბარსელონა" მომენტალურად დაბლოკავს და არც კი განიხილავს.

როგორც ხედავთ, სიაში მხოლოდ ერთი ვეტერანია, გუნდის გერმანელი გოლკიპერის სახით. დანარჩენ ხუთზე "ლურჯ-ბროწეულისფერნი" მომავლის გუნდის აშენებას გეგმავენ.


Facebook კომენტარები