logo

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტრიუმფიდან 14 წელი გავიდა[ვიდეო]

2006 წლის 17 მაისს, ზუსტად 14 წლის წინ "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "არსენალი" 2-1 დაამარცხა და ევროპის უპრესტიჟული საკლუბო ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.

"სტატ დე ფრენსზე" გამართულ შეხვედრაში 36-ე წუთზე სოლ კემპბელმა თავური დარტყმით ლონდონელები დააწინაურა. "ბლაუგრანა" 76-ე წუთამდე მარცხდებოდა, თუმცა შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ სამუელ ეტო'ომ ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი კი მე-80 წუთზე ჟულიანო ბელეტიმ შეაგდო და "ბარსელონა" ნანატრ ტიტულს დაეუფლა.

მას შემდეგ კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგა კიდევ სამჯერ, 2009, 2011 და 2015 წლებში მოიგეს.


1 კვირის წინ
155 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ