1 წლის და 8 თვის წინ
როკე იმედგაცრუებულია - ვიტორით 6 გუნდი ინტერესდება
როკე იმედგაცრუებულია - ვიტორით 6 გუნდი ინტერესდება

"ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვიტორ როკეს უახლოესი მომავალი ესპანურ პრესაში ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა გახლავთ.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ვიტორმა გასახდელში თავის უახლოეს მეგობრებს უთხრა, რომ მიმდინარე სეზონში მეტი სათამაშო დროის მიღებას ელოდებოდა.

როგორც ირკვევა, 19 წლის ცენტრფორვარდის იჯარით დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

გარდა "წითელი ეშმაკებისა", ვიტორს შემდეგი კლუბებიც უმიზნებენ: "ნაპოლი", "ლიონი", "ნიცა", "სევილია" და "რეალ ბეტისი".

თუ ზაფხულში როკეს განათხოვრება მართლაც გადაწყდა, "ბარსასთვის" წესით საუკეთესო ვარიანტი მისი რომელიმე სევილიურ გუნდში გაშვება უნდა იყოს, რათა ახალგაზრდა ლა ლიგას კიდევ უფრო გაუშინაურდეს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი "ბლაუგრანას" ამა წლის იანვარში შეუერთდა, იქამდე კი კლუბმა იგი "ატლეტიკო პარანაენსედან" 31 მილიონ ევროდ შეიძინა. "ბარსას" ძირითადი გუნდის მაისურით ვიტორმა 2 გოლის გატანა მოასწრო.


Facebook კომენტარები