1 წლის და 8 თვის წინ
"ბარსა" აკადემიის მორიგი ტალანტისთვის კონტრაქტს ამზადებს
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" აკადემიის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავთან - ოსკარ გისტაუსთან, მისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ორივე მხარე მზადაა გარიგებისთვის.
"ბარსაში" მას "ლა მასიას" ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევენ და დიდ იმედებსაც ამყარებენ. თავად მოთამაშე თავს გუნდში კომფორტულად გრძნობს და დარჩენის გარდა სხვა შეთავაზების განხილვა საერთოდ არ სურს.
ყველაფერი იმისკენ მიანიშნებს, რომ კონტრაქტის დადების შემთხვევაში შესაძლოა ის მომავალ სეზონში მთავარ გუნდშიც ვიხილოთ.
Facebook კომენტარები