"ბარსელონამ" მუშაობა დაიწყო იმისთვის, რომ მფლობელობის ამჟამინდელი მოდელი მუდმივი გახადოს, რაც გულისხმობს, რომ კლუბი განაგრძობს ფიზიკური პირების მფლობელობაში ყოფნას, რაც თავიდან აიცილებს იურიდიული პირებისა და აქციონერების მიერ შესყიდვას.
ჟოან ლაპორტა კატეგორიულად გამორიცხავს კლუბის ნაწილის გაყიდვასაც კი. იყო საუბრები იმის შესახებაც, რომ კლუბის ნაწილი აქციონერების გადაეცათ, როგორც "ბაიერნის" მოდელის შემთხვევაშია, თუმცა არც ლაპორტა და არც რომელიმე სხვა კლუბის ოფიციალური პირი ამ იდეის მომხრე არ არის.
მმართველებს სურთ, რომ წესდებაში ისეთი ფორმულა შეიტანონ, რომელიც არსებული მოდელის მუდმივობას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჯერ კიდევ მზადების პროცესშია და ამ ყველაფერს მმართველი საბჭოს არაერთი სხდომა დასჭირდება, თუმცა სურვილი საკმაოდ დიდია და უბრალოდ დროის საკითხია ის, თუ როდის განხორციელდება ზემოთხსენებული ცვლილებები.