ერიკ ტენ ჰაგს 2022 წლის ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ფრენკი დე იონგის შეძენის მცდელობაზე ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა: "დიახ, დაინტერესება მართლაც იყო. კარგი იქნებოდა დე იონგისა და კაზემიროს ნახევარდაცვის წყვილი, ისინი ერთმანეთს შეავსებდნენ.
"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ჩვენ ვერ მოგყავს ის მოთამაშეები, რომლებიც გვსურს, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ." დაამატა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
ცნობილია, რომ "ბარსელონა" მზად იყო დე იონგი "იუნაიტედისთვის" იმ ზაფხულში დაახლიებით 100 მილიონ ევროდ მიეყიდა, თუმცა ნახევარმცველმა დაჟინებით მოითხოვა კლუბში დარჩენა, რამაც "ბლაუგრანას" სხვა არჩევანი არ დაუტოვა.
ბოლოდროინდელი ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში კატალონიელებმა 26 წლის ნახევარმცველის გაყიდვა სერიოზულად გადაწყვიტეს. დაინტერესება არაერთი კლუბიდან წამოვიდა, რომელთაგან ერთ-ერთი მიუნხენის "ბაიერნია". "ბარსა" მზადაა ფრენკის 60-70 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში შეელიოს.