2 წლის და 6 თვის წინ
"ბარსელონამ" თავისთვის იდეალური გარემარბი შეარჩია
ავტორი
Aa
ნიკო უილიამსი "ბარსელონასთვის" იდეალური გარემარბია, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, ბილბაოს "ატლეტიკს" შემტევს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" იმაზე პრიორიტეტულ სამიზნედ განიხილავენ, ვიდრე "ლაიფციგის" ფეხბურთელ დანი ოლმოს.
ნიკოს ბასკებთან კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. მის სავარაუდო გამოსასყიდ თანხად 60 მილიონი ევრო სახელდება.
მოარული ხმების თანახმად, უილიამსი "ბლაუგრანას" მაისურის მორგების წინააღმდეგი ნამდვილად არ იქნება. ამაზე ლამინ იამალთან და ალეხანდრო ბალდესთან მისი ახლო ურთიერთობაც მეტყველებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 21 წლის ვარსკვლავმა 7 გოლი და 16 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი