6 თვის და 3 კვირის წინ
"მათ გამარჯვება ვაჩუქეთ" - ჩავი "ჟირონასთან" მარცხის შემდეგ
"მათ გამარჯვება ვაჩუქეთ" - ჩავი "ჟირონასთან" მარცხის შემდეგ

"ბარსელონამ" ლა ლიგის 33-ე ტურში კატალონიური დერბი წააგო. მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრები" "ჟირონას" ანდრეას კრისტენსენისა და რობერტ ლევანდოვსკის გოლებით ორჯერ უგებდნენ, მაინც დამარცხდნენ, ანგარიშით 4:2.

წაგებული შეხვედრა "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა:

"ამის ახსნა ძალიან რთულია. ეს ჩვენი სეზონის შეჯამება იყო. მეტოქეს გამარჯვება ვაჩუქეთ. მთელ თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. მესამე გოლი ვერ გავიტანეთ, მერე კი სამი ბურთი გავუშვით. ძალიან სამწუხაროა."

"ეს მატჩი აჩვენებს ბრძოლისუნარიანობისა და გამოცდილების ნაკლებობას; ასევე ინდივიდუალურ შეცდომებს, რომლებსაც ამ დონეზე არ უნდა ვუშვებდეთ. მათ ორ წუთში ორი გოლი ამ შეცდომების გამო გაგვიტანეს. წინა სეზონში ეს ხარვეზები მინიმუმამდე გვქონდა დაყვანილი, ახლა კი გავაორმაგეთ."

"მიჩელმა ("ჟირონას" მთავარი მწვრთნელი) მითხრა, რომ ვერ იჯერებდა, თუ როგორ მოგვიგეს."

"ეს სეზონი სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ და ბედი მომდევნოში ვცადოთ."

"ვიმედოვნებთ, რომ დარჩენილ 12 ქულას ავიღებთ."

ამ მარცხით "ბარსელონამ" მეორე პოზიცია დაკავა და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადაინაცვლა. "ჟირონასთან" ჩამორჩენა 1 ქულაა, მადრიდის "რეალი" ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს უკვე ოფიციალურად დაეუფლა.


Facebook კომენტარები