SPORT-ის ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ზაფხულში "ბარსელონა" მარცხენა გარემარბის პოზიციის გაძლიერებას ეცდება, თუ შექმნილი მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემს.
როგორც ირკვევა, "ბლაუგრანას" ახლა ორი კანდიდატი ჰყავს: ნიკო უილიამსი (ატლეტიკ ბილბაო) და დანი ოლმო (ლაიფციგი). კატალონიურ გრანდს ამ ორში ნიკო ურჩევნია, რასაც 5 მიზეზი განაპირობებს:
1. ნიკო უკეთესი დრიბლიორია და უფრო მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლია.
2. უილიამსი უფრო მრავალმხრივია, შეუძლია რა ცხრიანის პოზიციაზე თამაშიც.
3. ნიკო ოლმოზე ახალგაზრდაა (იგი 21 წლისაა, დანი კი 2 დღეში 26 წლის ხდება).
4. ნიკოს გამოსასყიდი თანხა (50 მილიონი ევრო) ოლმოსაზე (60 მილიონი ევრო) დაბალია.
5. ნიკოს ხელფასი ასევე უფრო დაბალია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში უილიამსის ანგარიშზე 7 გოლი და 16 ასისტია, ოლმომ კი 8 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა თავი.