1 კვირის და 6 დღის წინ
ლაპორტა გაბრაზდა - რას ყვიროდა პრეზიდენტი სტადიონზე
ლაპორტა გაბრაზდა - რას ყვიროდა პრეზიდენტი სტადიონზე

SPORT-ის ინფორმაციით, "ჟირონასთან" განცდილი მარცხი "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ძალიან მძიმედ გადაიტანა.

"ეს არ შეიძლება ხდებოდეს!" - სწორედ ამ ფრაზას ყვიროდა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მმართველი მაშინ, როცა "ჟირონას" სტადიონს ერთ-ერთი გასასვლელიდან ტოვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობის შანსი "ბარსას" დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა, გუშინდელ მატჩს სატურნირო ინტრიგა მაინც არ აკლდა, რადგან კატალონიური გუნდები მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან.

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია ესპანეთის სუპერთასისთვის ბრძოლის შანსს იძლევა. ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, სუპერთასის მიღმა დარჩენა "ბარსას" ფინანსური ფეარ-პლეის 1:1 წესზე დაბრუნების შანსს ძალიან შეუმცირებს, რაც ლაპორტას მძაფრ ემოციას კიდევ უფრო გასაგებს ხდის.

გუშინდელი მატჩის მერე "ბარსელონა" მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან "ჟირონას" კი 1 ქულით ჩამორჩება. ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.


Facebook კომენტარები