2 წლის და 6 თვის წინ
"ბარსამ" ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ზაფხულში გვიდო როდრიგესის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატება შეათანხმა, - იუწყება Sport.
არგენტინელი ნახევარმცველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბლაუგრანას" პირველი დანამატი იქნება.
როგორც ირკვევა, "ბეტისის" შუახაზელს კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორი, დეკუ რამდენიმე კვირის წინ, სანაკრებო პაუზის მიმდინარეობისას მოელაპარაკა.
ტრანსფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაოფიციალურდება.
29 წლის შუახაზელის გაფორმება არ ნიშნავს იმას, რომ "ბარსა" უმაღლესი დონის საყრდენის მოყვანას არ ეცდება. გვიდო "ბლაუგრანაში" ორიოლ რომეუს შემცვლელად მოდის, რადგან იგი გუნდს აუცილებლად დატოვებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში როდრიგესმა 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი