1 კვირის და 5 დღის წინ
ხელშეკრულება ჩაშლასთან ახლოს იყო - Nike-ის კონტრაქტის ახალი დეტალები
ხელშეკრულება ჩაშლასთან ახლოს იყო - Nike-ის კონტრაქტის ახალი დეტალები
ავტორი
Aa

ურთიერთობა "ბარსელონასა" და Nike-ს შორის ჩაშლასთან ძალიან ახლოს იყო, გავრცელებული ინფორმაციით კი მცირედი როლი ამაში რობერტ ლევანდოვსკიმაც ითამაშა.

ივარაუდება, რომ "ბარსა" თავიანთი ეკიპირების მიმწოდებელთან ახალი კონტრაქტის დასადებად მზადაა, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები ერთ-ერთ ეტაპზე წარუმატებლობასთან ძალიან ახლოს იყო და მეტიც, კლუბი ამ საქმის სასამართლოში გადაცემისათვისაც კი ემზადებოდა.

მათი არგუმენტი საწარმოო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მრავალ ფაქორს მოიცავდა, მათ შორის ერთ-ერთი კი ეს იყო:
Nike-მა რამდენიმე წლის წინ ვერ მოახერხა მიეღო ახალი მაისურები თავიანთ მაღაზიებში, რასაც, რა საკვირველია, სერიოზული გაყიდვების ვარდნა მოჰყვა. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი საჩივარი, რომელიც "ბლაუგრანას" გააჩნდა.

გამოცემა SPORT- ის თანახმად, Nike-თან ურთიერთობისას შეიქმნა უცნაური სიტუაცია, როცა ვერ შეძლეს დაემზადებინათ იმდენი რობერტ ლევანდოვსკის მაისური, რამდენიც "ბარსას" სურდა. ეს იმიტომ, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ასო W არ არსებობს. ამის გათვალისწინებით კლუბს უნდა ეპოვა გამოსავალი, რომელიც მაისურების თავდაყირა დაბეჭდილი M- ით გამოშვებას გულისხმობდა.

საბედნიეროდ, მხარეებს შორის პრობლემები მოგავარებულია. კატალონიელების მოლაპარაკებები კი, რომელიც კლუბში Puma-ს შემოყვანას ეხებოდა შეწყდა. გუნდის მესვეურები ირწმუნებიან, რომ ახალი ხელშეკრულება Nike- თან კლუბს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში ძალიან წაადგება.


Facebook კომენტარები