1 კვირის და 5 დღის წინ
რა მოხდება თუ "ბარსელონა" ცხრილში მეორე ადგილს ვერ დაიკავებს
რა მოხდება თუ "ბარსელონა" ცხრილში მეორე ადგილს ვერ დაიკავებს
ავტორი
Aa

გამოცემა Diario AS' იტყობინება, რომ "ბარსელონამ" შესაძლოა ჩავი ზაფხულში მიანც გაათავისუფლოს თუ გუნდი სეზონის ბოლოს ცხრილს მეორე ადგილს ვერ დაიკავებს.

ამ მომენტისთვის კატალონიელები ცხრილში მესამეები არიან არიან და მეორე ადგილოსან "ჟირონას" მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან.

საქმე იმაშია, რომ თუ "ბარსელონა" სეზონს მეორეზე არ დაასრულებს, ისინი 2024/25 წლის სუპერკოპას გამოტოვებენ და შესაბამისად ტურნირზე მონაწილეობის ბონუსს, 8 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებენ.

თუ ამ სცენარს მივიღებთ, კლუბი რაფა მარკესის დანიშვნის იდეას დაუბრუნდება, რასაც ის გარემოებაც ეხმარება, რომ ესპანელმა დიდია შანსი ახალგაზრდული გუნდი მეორე ლიგაში აიყვანოს.

გარდა ამისა, თუ მეორე ადგილს ვერ გაინაღდებენ, "ბარსა" აპირებს, რომ კლუბიდან ისეთი მოთამაშეები გაუშვას, როგორიცაა: რობერტ ლევანდოვსკი, პედრი და ფრენკიდე იონგი.

შეგახსენებთ, რომ ჩავის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები