1 კვირის და 5 დღის წინ
"როკე ამას ვერ იღებს" - რივალდომ "ბარსელონა" გააკრიტიკა
"როკე ამას ვერ იღებს" - რივალდომ "ბარსელონა" გააკრიტიკა

"ბარრსელონასა" და მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ, რივალდომ თავისი ყოფილი კლუბი ვიტორ როკესადმი გამოჩენილი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.

"ვფიქრობ, როკეს შანსები აკლია. "ბარსამ" ძალიან ცოტა დრო მისცა იმ ფეხბურთელს, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატში გამორჩეული იყო. ის ძალიან ახალგაზრდაა და არ მისცემია საკმარისი წუთები, რათა საკუთრი შესაძლებლობები გამოევლინა.

ხანდახან ასე ხდება. როკემ საჭირო შანსები ვერ მიიღო, ახლა კი კლუბში ფიქრობენ, რომ იგი გუნდს არ გამოადგება და უნდა გაუშვან. ჩემი აზრით, "ბარსელონამ" უბრალოდ არ იცის, თუ როგორ მისცეს მას საკმარისი დრო. ვიტორი კარგი ფეხბურთლია. მას დიდი მომავალი აქვს.

გარედან ვერ ვიტყვი როგორია როკეს ყოველდღიური ცხოვრება და იმსახურებს თუ არა იგი მეტ შანსს სავარჯიშო სესიებზე ნაჩვენები თამაშით, მაგრამ ვიცით ის, თუ რა უკეთებია "ატლეტიკო პარანაენსეში" და ბრაზილიის ჩემპიონატში.

არ ვიცი, ვიტორისთვის ასეთი ცოტა დროის უკან მისი ვარჯიშის დონე დგას თუ არა," - განაცხადა რივალდომ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფორვარდი მოედანზე ბოლოს 13 აპრილს გავიდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელს 300 წუთზე ცოტათი მეტი აქვს ნათამაშები, რა დროშიც თავი 2 გოლით გამოიჩინა.

როკეს აგენტმა, ვიქტორ კურიმ დღეს პირდაპირ თქვა, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, ზაფხულში ისინი პერმანენტული ტრანსფერით წასვლაზე დაფიქრდებიან.


Facebook კომენტარები