1 კვირის და 5 დღის წინ
კუნდეთი 5 კლუბი ინტერესდება
კუნდეთი 5 კლუბი ინტერესდება

ჟიულ კუნდეთი დაინტერესებულ კლუბთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი.

წყაროს თანახმად, გარდა ლონდონის "ჩელსისა", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "პარი სენ ჟერმენისა", რომლებსაც "ბარსელონას" მცველს ისედაც უკავშირებდნენ, საგაში კიდევ ორი გუნდი ჩაერთო.

ფრანგი ფეხბურთელით ახლა მილანის "ინტერი" და "ნიუკასლ იუნაიტედიც" ინტერესდებიან.

თავად კუნდეს "ბლაუგრანას" დატოვება არ უნდა.

საქმე ისაა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ზაფხულში რომელიმე ცენტრალური მცველის გაყიდვა აუცილებლად მოუწევთ, რადგან გუნდში მათმა რაოდენობამ საკმარისზე მეტს მიაღწია: რონალდ არაუხო, ანდრეას კრისტენსენი, პაუ კუბარსი, ინიგო მარტინესი, ერიკ გარსია და ჟიულ კუნდე. მართალია, კუნდეს მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში, თუმცა "ბარსას" მისი გასხვისებით საკმაოდ დიდი თანხის მიღება შეუძლია, რაც ასევე გასათვალისწინებელია.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 44 მატჩში ფრანგის ანგარიშზე 2 გოლი და 4 ასისტია.


Facebook კომენტარები