1 კვირის და 5 დღის წინ
ცნობილია: ვისით სურს დეკუს ჩავის შეცვლა 2025 წელს
ცნობილია: ვისით სურს დეკუს ჩავის შეცვლა 2025 წელს

"ბარსელონას" სპორტულ დირექტორს, დეკუს ლუის ენრიკე ძალიან მოსწონს, - იუწყება SPORT.

ლუჩოს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება. პორტუგალიელსაც უნდა, რომ 2025 წლის ზაფხულში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავი ერნანდესი სწორედ ენრიკემ ჩაანაცვლოს.

გამოცდილი სპეციალისტი "პსჟ-ს" სათავეში გასული წლის ზაფხულში ჩაუდგა. მან გუნდს უკვე მოაგებინა ლიგა ერთი. გარდა ამისა, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსა და საფრანგეთის თასის ფინალში არიან გასულნი.

დეკუს მთელი იმედი იმაზეა დამყარებული, რომ ენრიკეს ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება გაისად ამოეწურება, მაგრამ მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, კონტრაქტი შეიძლება წელსვე გახანგრძლივდეს.

"ბარსაში" ჩავის ლუჩოთი შეცვლას წელსაც ისურვებდნენ, თუმცა 53 წლის სპეციალისტმა "პარკ დე პრენსის" ახლა დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.



Facebook კომენტარები