1 კვირის და 5 დღის წინ
"ხეტაფეს" პრეზიდენტი: "გრინვუდით მხოლოდ ლაპორტა დაინტერესდა"
"ხეტაფეს" პრეზიდენტი: "გრინვუდით მხოლოდ ლაპორტა დაინტერესდა"
ავტორი
Aa

გამოცემა RAC1-მა "ხეტაფეს" პრეზიდენტის, ანხელ ტორესის კომენტარი გაავრცელა, სადაც ის მეისონ გრინვუდისა და მადრიდის "ატლეტიკოს" კავშირზე საუბრობს.

"ჩემთან გრინვუდის შესახებ "ატლეტიკო მადრიდიდან" არავის უსაუბრია. ერთადერთი, ვინც ამ მოთამაშით დაინტერესება გამოხატა "ბარსას" პრეზიდენტი ლაპორტა იყო."

"მე მას და დეკუს ვესაუბრე და ამიხსნეს, თუ რატომ მოსწონდათ მეისონი." დაამატა "ხეტაფეს" პრეზიდენტმა.

ასევე არსებობს ჭორები იმის შესახებაც, რომ "ბარსელონა" გრინვუდის დამატების შემთხვევაში, მისთვის 10 ნომრიანი მაისურის გადაცემასაც აპირებს.

ცნობისთვის, ინგლისელმა დისკვალიფიკაციიდან დაბრუნების შემდეგ, "ხეტაფეში" ჩატარებულ 32 მატჩში 10 გოლისა და 6 ასისტის შესრულება მოახერხა.


Facebook კომენტარები