6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია: სად უნდა "ბარსელონას" ფატის გაშვება
ცნობილია: სად უნდა "ბარსელონას" ფატის გაშვება

Diario AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონაში" უნდათ, რომ ანსუ ფატიმ მომდევნო სეზონი "სევილიაში" გაატაროს.

ანდალუსიურ კლუბს "ლურჯ-ბროწეულისფერნიც" და ახალგაზრდა თავდამსხმელის ბანაკიც ხედავენ იმ გარემოდ, რომელიც ანსუმანეს კარიერის გადარჩენისთვის სჭირდება.

პრობლემა კვლავ ფინანსებში უნდა ვეძიოთ. "დალაქებს" 21 წლის ფორვარდის ხელფასის სრულად გადახდა არ შეეძლებათ, ამიტომ ამაში თავისი წვლილის შეტანა "ბლაუგრანასაც" მოუწევს. ტრანსფერის განხორციელება სწორედ ამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

სხვათა შორის, ფატი ღრმა ბავშვობაში სწორედ "სევილიას" აკადემიის წევრი გახლდათ.

ანსუმ ეს სეზონი "ბრაიტონში" გაატარა და 4 გოლიც გაიტანა, თუმცა ბოლო მატჩებში მას შანსი საერთოდ აღარ ეძლევა. "თოლიები" ესპანელს არ გამოისყიდიან, "ბარსას" კი მისი კიდევ ერთი წლით განათხოვრება უნდა.

მოარული ხმების თანახმად, თავად ფატი არ კარგავს იმედს, რომ პრესეზონზე ჩავის საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნებს.


Facebook კომენტარები