ესპანურმა Relevo-მ დღეს გადაწყვიტა, "ბარსელონას" ბრაზილიელი გარემარბის, რაფინიას კარგ თამაშზე გაემახვილებინა ყურადღება.
"ბლაუგრანას" მაისურით რაფინიას 8 გოლი და 9 ასისტი აქვს შესრულებული. სეზონის ბოლომდე მატჩები ჯერ კიდევ საკმაოდაა დარჩენილი, ამიტომ ბრაზილიელს თავისუფლად შეუძლია, რომ 10 გოლისა და 10 საგოლე გადაცემის ნიშნული დააფიქსიროს.
უკანასკნელ დეკადაში "ბარსას" სულ 6 ფეხბურთელი ჰყავდა, რომელმაც აღნიშნულ მაჩვენებელს უწია: ლეო მესი, ლუის სუარესი, ანტუან გრიზმანი, ნეიმარი, ალექსის სანჩესი, სესკ ფაბრეგასი.
აღსანიშნავია ისიც, რომ რაფინიამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთ" თავისი გოლებით 9 ქულა მოუტანა.
წყაროს თანახმად, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბში მოხიბლულნი არიან 26 წლის გარემარბის საქმისადმი დამოკიდებულებით, მონდომებითა და თამაშის ხარისხით.
შეგახსენებთ, რომ რაფინია კატალონიურმა გრანდმა "ლიდს იუნაიტედიდან" 58 მილიონ ევროდ იყიდა.