დეკუ "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველის, მარტინ ზუბიმენდის აგენტს შეხვდა, - იუწყება Jijantes.
25 წლის შუახაზელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა. იმისათვის, რათა ტრანსფერი შედგეს, "ბარსელონას" ჯერ რამდენიმე ძვირადღირებულ ფეხბურთელთან დამშვიდობება მოუწევს.
შეხვედრის ფაქტს ადასტურებს SPORT-იც, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ნაკლებად იმედისმომცემი ინტერპრეტაციით:
"ბარსელონას" შეხვედრა ზუბიმენდის აგენტთან ემსახურებოდა მისით კლუბის დაინტერესების დამტკიცებას, თუმცა იმ ფინანსური პრობლემების განხილვასაც, რომლებიც კატალონიურ გრანდს ხელს უშლის - "ჩვენ გვინდა შენი ყიდვა, მაგრამ არ შეგვიძლია."
მარტინ ზუბიმენდი "რეალ სოსიედადის" დატოვებაზე თანახმაა, რადგან მომდევნო სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს. მას ინგლისის პრემიერ ლიგა მოსწონს, მაგრამ ისიც იცის, რომ "ბარსაში" მნიშვნელოვანი როლი ექნება."
ახალგაზრდა ესპანელს ლონდონის "არსენალს" ხშირად უკავშირებენ.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 45 მატჩში მარტინი ბასკებს 4 გოლითა და 1 ასისტით დაეხმარა.