1 კვირის და 3 დღის წინ
გავის დაბრუნება გვიანდება - როდის ველოდოთ პაბლოს მინდორზე
გავის დაბრუნება გვიანდება - როდის ველოდოთ პაბლოს მინდორზე

Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი იუწყება, რომ პაბლო გავის რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს და მის მოედანზე დაბრუნებას ოქტომბერ-ნოემბერში უნდა ველოდოთ.

"ბარსელონაში" უკვე შეგუებულნი არიან, რომ მომდევნო სეზონს ახალგაზრდა ნახევარმცველის გარეშე დაიწყებენ. აქამდე გავი რეციდივის გარეშე მოვიდა, მაგრამ კლუბში მაინც ფრთხილობენ. გარდა ჯვარედინი იოგებისა, დაზიანებული გახლდათ გავის მენისკიც, რაც მისი ლაზარეთში ყოფნის პერიოდს კიდევ უფრო ახანგრძლივებს.

სხვათა შორის, მენისკის დაზიანება ესპანეთის ეროვნული გუნდის ექიმების შეცდომითაა გამოწვეული. როგორც მოგეხსენებათ, უმძიმესი ტრავმა პაბლომ საქართველოს ნაკრებთან მატჩში მიიღო. პაბლო მაშინვე რომ გაეყვანათ მოედნიდან, როცა სამწუხარო შემთხვევას ჰქონდა ადგილი, მას მხოლოდ ჯვარედინი მყესების პრობლემა ექნებოდა და 9 თვეში მწყობრში ჩადგებოდა, მაგრამ გავი რამდენიმე წუთით დატოვეს მინდორზე, რა პერიოდშიც დაიზიანა მენისკი და რეაბილიტაციის დროზე 2-3 თვე დაიმატა.

იმ წუთიდან, როცა სამედიცინო შტაბი ესპანელს მწვანე შუქს აუნთებს, მას დამატებით 1 თვე დასჭირდება, რათა შესაბამის ფიზიკურ კონდიციებში ჩადგეს. 

კლუბის მთავარი გამოწვევა ახლა ისაა, რომ პაბლო სრულყოფილად მზად 2025 წლის იანვარში იყოს.

2023/2024 წლების სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა 13 მატჩის ჩატარება მოასწრო. მან თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები