1 წლის და 11 თვის წინ
კუბარსის ახალი კონტრაქტი - დეტალები
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ 17 წლის ცენტრალურმა მცველმა, პაუ კუბარსმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ახალი ხელშეკრულება ესპანელს კლუბთან 2027 წლამდე დააკავშირებს. რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, კლუბმა ამ პუნქტში 500 მილიონი ევრო მოუთითა.
ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ამ სეზონის დასაწყისში პირველ გუნდში მყოფი ფეხბურთელების დაზიანების შემდეგ გამოჩნდა. მან აქამდე 18 მატჩი ჩაატარა პირველ გუნდში, შთაბეჭდილება თავისი სიმშვიდით, ზუსტი პასებითა და ძლიერი დარტყმის უნარით მოახდინა.
ესპანელის ძველ კონტრაქტს ვადა 2026 წელს ეწურებოდა. კლუბს სურდა მისთვის უკეთესი ხელშეკრულების მიცემა, რათა მას გუნდში თავი ბევრად კომფორტულად ეგრძნო, ვინაიდან კუბარსი "ბარსას" მომავლის პროექტის ერთ-ერთ ფინდამეტურ მოთამაშედაა მიჩნეული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი