2 წლის და 5 თვის წინ
"ბარსელონას" ახალი სამიზნე ჰყავს
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მარცხენა შემტევის შეძენა იქნება.
"ლურჯ-ბროწეულისფერთ" ისეთ გვარებს უკავშირებენ, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, ნიკო უილიამსი და გაბრიელ მარტინელი არიან, თუმცა კლუბში ისიც შესანიშნავად იციან, რომ ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელება იოლი არ იქნება.
შესაბამისად, "ბლაუგრანა" უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტებსაც განიხილავს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაცით, "ბარსას" სპორტული დირექტორის, დეკუს სიაში "პორტუს" 27 წლის ვინგერი, პეპეც იმყოფება.
Transfermarkt-ზე პეპე 25 მილიონ ევროდაა შეფასებული. "დრაკონებთან" კონტრაქტი მას 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 47 მატჩში პორტუგალიელის ანგარიშზე 8 გოლი და 10 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი