ტონი კროოსს ნამდვილად სურს, რომ "ბარსას" ქომაგებისთვის ერთ-ერთი საძულველი მოთამაშე გახდეს.
მას შემდეგ, რაც "თეთრებმა" "ელ კლასიკოში" გიმარჯვეს, გერმანელმა კატალონიელების მიმართულებით დამცინავი განცხადება გააკეთა. ამჯერად კი მან მოყვა, თუ როგორ აღნიშნეს მადრიდში "ბლაუგრანას" მარცხი "ჟირონასთან".
"ჩვენ ყველა შევიკრიბეთ, რათა "ბარსელონასა" და "ჟირონას" მატჩი გვენახა... ეს სიგიჟე იყო, რადგან "ჟირონას" შეეძლო 7-2 გაემარჯვა. ჩვენ ეს კარგად აღვნიშნეთ.
"როცა "ბარსელონამ" ანგარიში 2-1 გახადა, მე წასვლა დავაპირე, მაგრამ ყველამ მთხოვა, რომ დავრჩენილიყავი. 5 წუთის შემდეგ ისინი 4-2 აგებდნენ. ყველანი ჰოთ დოგებს მივირთმევდით და ვერთობოდით. დარჩენა მშვენიერი გადაწყვეტილება იყო."
"ჩვენ ლა ლიგა მოვიგეთ, რადგან "ბარსელონა" დამარცხდა, ამიტომ ეს ჩვენთვის ორმაგი გამარჯვება იყო." განაცხადა გერმანელმა