6 თვის და 2 კვირის წინ
რას ფიქრობენ "ბარსაში" ლევანდოვსკიზე - კლუბის პოზიცია
რას ფიქრობენ "ბარსაში" ლევანდოვსკიზე - კლუბის პოზიცია

ჟოან ლაპორტა და დეკუ მომდევნო კვირაში რობერტ ლევანდოვსკის აგენტს შეხვდებიან, რათა ფეხბურთელის მომავალი განიხილონ, - იუწყება SPORT.

"ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ ნაკლებსავარაუდოა, პოლონელმა ცენტრფორვარდმა თავისი საუკეთესო ფორმა აღიდგინოს, მისი წასვლა კი კლუბს დანი ოლმოს ან ნიკო უილიამსის ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმარებოდა.

"ბლაუგრანა" 35 წლის შემტევის თაობაზე წინადადებებს სიამოვნებით მიიღებს. მიუხედავად ამისა, მთელ პროცესს "ბარსა" უღრმესი პატივისცემით წარმართავს. რობერტს არაფერს დააძალებენ და არც პრობლემებს შექმნიან.

კატალონიელებმა პოლონელს შეიძლება ხელფასის შემცირება სთხოვონ, მაგრამ თანხმობის მიღების იმედი დიდი არ არის. ლევანდოვსკის ბანაკში ფიქრობენ, რომ პირველ სეზონში იგი ისედაც დიდ ფინანსურ დათმობაზე წავიდა.

ვითარებას ამძიმებს ის, რომ მომდევნო სეზონში ლევანდოვსკი 36 წლის იქნება, მის ხელფასზე დასახარჯი თანხა კი 30 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 45 მატჩში "ბარსას" ცხრიანმა 24 გოლი და 9 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები