6 თვის და 2 კვირის წინ
მოლაპარაკებები გახსნასთან ახლოსაა - "ბარსას" მორიგი სამიზნე ცნობილია
მოლაპარაკებები გახსნასთან ახლოსაა - "ბარსას" მორიგი სამიზნე ცნობილია
ავტორი
Aa

"ბარსელონაში" ძალიან მოსწონთ "ვილიარეალის" შემტევი ნახევარმცველი, ალექს ბაენა, თუმცა გუნდის ფინანსური მდგომარეობისა და ესპანელის გამოსასყიდი თანხის გათვალისწინებით, კლუბს მისი დამატება გაუჭირდება. 

ბაენას გამოსასყიდ თანხად კლუბი დაახლოებით 55-60 მილიონ ევროს ასახელებს, თუმცა ისინი შესაძლოა 40 მილიონზეც თანახმა იყვნენ. მიუხედავად ამისა, "ბლაუგრანასთვის" ამ ფასის გადახდაც კი დიდ პრობლემას წარმოადგენს. 

სხვა მოთამაშის მოლაპარაკებებში ჩართვა და ამ გზით ფასის შემცირება "ბარსას" ერთადერთი იმედია. კლუბში ითვალისწინებენ, რომ "ვილიარეალი" კატალონიელთა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს უკვე აქტიურად მოიაზრებს თავიანთი პირველი გუნდის წევრად. თავის მხრივ, "ყვითელ წყალქვეშა ნავში" ამ საკითხზე მოლაპარაკებების წამოწყებას ელიან. 

ამას ემატება ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველი გუნდში თავს კარგად გრძნობს, ის "ბარსაში" თამაშზე თანახმაა და შეთავაზებას სიამოვნებით მიიღებს. აქედან გამომდინარე შეთანხმების მიღწევა სრულიად რეალურია. 

ცნობისთვის, ალექს ბაენას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 5 გოლი და 17 ასისტია. მისი გუნდი კი 48 ქულით ლა ლიგის ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.


Facebook კომენტარები